ყოფილი ჩინოვნიკი, რომელმაც 31 წლის მეუღლე სასტიკად მოკლა, სარჩელს ამზადებს - გახმაურებული საქმის ახალი დეტალები

ბიშიმბაევი

ერთი წლის წინ, ასტანაში,  ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრმა, კუანდიკ ბიშიმბაევმა სასტიკად მოკლა 31 წლის მეუღლე.

2024 წლის 13 მაისს, ყაზახეთის ეკონომიკის ყოფილ მინისტრს, კუანდიკ ბიშიმბაევს 24 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, სალტანატ ნუკენოვას განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის გამო.

31 წლის ქალის სასტიკი მკვლელობის საქმის სასამართლო განხილვას, რომელიც პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს.

სალტანატის ოჯახის მხარდამჭერი აქციები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში იმართებოდა.

სასამართლოს სხდომებზე ცნობილი გახდა 31 წლის ქალის, სალტანატ ნუკენოვას წამების შემზარავი დეტალები . მეუღლის წამებით მოკვლაში ბრალდებულის , კუანდიკ ბიშიმბაევის ტელეფონში მოულოდნელად აღმოაჩინეს მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომლის გახსნაზეც  ყოფილი მინისტრი დიდი ხნის განმავლობაში უარს ამბობდა. 

ახალი ინფორმაციით, ბიშიმბაევმა, სარჩელი შეიტანა და განაცხადა, რომ მას  კოლონიის ადმინისტრაციაში წახალისებაზე უარს ეუბნებიან. მანამდე, ადვოკატის მოთხოვნაში ეწერა, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, აქტიურად იყო ჩართული კოლონიის კულტურულ ცხოვრებაში, მან მოიგო ჭადრაკის ტურნირი და წერს ისტორიებს. 

ადვოკატი ამბობს, რომ რადგან ბიშიმბაევი ასეთი ჩართულია ციხის აქტივობებში, კარგი იქნება თუ მას წაახალისებენ. ბიშიმბაევს სურს, მიიღოს დამატებითი მოკლევადიანი ვიზიტები მშობლებთან, თუმცა კოლონიის ადმინისტრაცია უარს ამბობს მის წახალისებაზე, რის გამოც მსჯავრდებულმა გადაწყვიტა მათ წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს. 

ამ თემაზე:

"იპოვეს წამების კადრები, რომელიც ყოფილმა ჩინოვნიკმა თავადვე გადაიღო..." - საქმის ყველა დეტალი, რომელმაც მსოფლიო შეძრა

„მაიძულა, ინტიმური ვიდეო ჩამეწერა..." - ყოფილი ჩინოვნიკის მიერ მოკლული 31 წლის ქალის საქმე, რომელმაც მსოფლიო შეძრა