გიორგი ქებურია ლონდონის მოდის კვირეულზე კოლექციას წარადგენს

keburia

 2025 წლის 20-24 თებერვალს ლონდონის მოდის კვირეული გაიმართება, რომელზეც მოდის სახლები 2025 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციებს წარადგენენ. კვირეულის განრიგი უკვე გამოქვეყნდა და ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ მის ფარგლებში KEBURIA-ს ჩვენება გაიმართება. ეს ჩვენება ქართული ბრენდისთვის ლონდონის მოდის კვირეულზე დებიუტი იქნება.

KEBURIA ქართული მოდის ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური ბრენდია. მოდის სახლი 2015 წელს თბილისში დაარსდა და მისი შემოქმედებითი ხელმძღვანელი დიზაინერი გიორგი ქებურიაა.