ღაზაში, მეჩეთის ქვეშ აღმოჩენილია ქარხანა, რომელშიც აწარმოებდნენ იარაღსა და უპილოტო საფრენ ხომალდებს - ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი

აღმოჩენილია ქარხანა

ისრაელის ძალებმა ღაზაში მდებარე მეჩეთის ქვეშ აღმოაჩინეს ქარხანა, რომელიც აწარმოებდა იარაღსა და უპილოტო საჰაერო ხომალდებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი ავრცელებს.

„188-ე ბრიგადის ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს მეჩეთის შიგნით მდებარე ქარხანა, რომელიც აწარმოებდა იარაღსა და უპილოტო საფრენ აპარატებს. მინდა, კარგად გაიაზროთ – ზაიტუნის მიდამოში მდებარე მეჩეთი გამოიყენებოდა იარაღის საწარმო ქარხნად. ჯარისკაცები შევიდნენ მეჩეთში და ჩაატარეს ჩხრეკა. ისრაელის საბრძოლო საინჟინრო კორპუსის ქვედანაყოფის განყოფილების ჯარისკაცებთან თანამშრომლობით აღმოვაჩინეთ მიწისქვეშ გვირაბი, სადაც რაკეტების საწარმო სახელოსნო მდებარეობდა“, – აღნიშნა დანიელ ჰაგარიმ.

ამასთან, ისრაელის არმიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია იარაღის ლაბორატორია, რომელიც მდებარეობდა მეჩეთის ქვეშ ღაზის ქალაქ ზაიტუნის რაიონში.