რა შემთხვევაში შეგიძლიათ დაგროვებითი პენსიის გატანა
1736760501
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა უარყო მედიით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ფედერალური კანცლერი ოლაფ შოლცი ეწინააღმდეგება უკრაინისთვის დამატებით სამი მილიარდი ევროს სამხედრო დახმარების გაწევას.
პისტორიუსმა გამოცემა Tagesspiegel-ს განუცხადა, რომ არანაირი ბლოკადა არ არსებობს, თუმცა, მთავრობის შიგნით საკითხის შეთანხმება ჯერ არ დასრულებულა.
გერმანულმა გამოცემა Der Spiegel-მა 9 იანვარს დაწერა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკს და თავდაცვის მინისტრ ბორის პისტორიუსს სურთ, რომ ბერლინმა უკრაინას დამატებით 3 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარება გაუწიოს გერმანიაში 23 თებერვალს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე, რასაც კანცლერი ოლაფ შოლცი ეწინააღმდეგება.
გამოცემის წყაროთა თანახმად, შოლცი უარს იმით ხსნის, რომ გერმანიის მომავალი მთავრობა, რომელიც თებერვლის არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდება, ფაქტის წინაშე არ უნდა დააყენონ და მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე საკმარისია უკრაინის დასახმარებლად გერმანიის წლევანდელი ბიუჯეტით უკვე გათვალისწინებული 4 მილიარდი ევრო.
Der Spiegel-ის წყაროთა ვარაუდით, რეალურად ოლაფ შოლცს არ სურს საარჩევნო კამპანიის დროს გამოაცხადოს უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაზრდა, რათა ამით სოციალ-დემოკრატების პოტენციური ამომრჩევლების უკმაყოფილება არ გამოიწვიოს.