პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გერმანიის კანცლერი რუსეთის ყველა მოქალაქისთვის ვიზების გაცემის შეჩერებას გამართლებულად არ მიიჩნევს. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
შოლცის თქმით, ეს პუტინის ომია და გერმანია გააგრძელებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ვიზების საკითხზე საუბარი მისთვის რთულია.
"ამ ომისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის პრეზიდენტს. რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მას უკრაინასთან შეთანხმება მოუწევს", - განაცხადა ოლაფ შოლცმა.
ცნობისთვის, რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემის შეჩერებისკენ დასავლეთს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ მიმართა. ინიციატივას მხარი ფინეთისა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებმა დაუჭირეს.
ხოლო, ესტონეთში ერთი კვირის შემდეგ, ძალაში შევა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეებს არ შეუშვებენ შენგენის იმ ვიზებით, რომლებიც უშუალოდ ესტონეთის მიერ არის გაცემული.