პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის ქვეყნებს მოუწოდებს, შეწყვიტონ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემა. ამის შესახებ დიპლომატმა სოციალურ ქსელში განაცხადა.
„პრეზიდენტი ზელენსკი აბსოლუტურად მართალია ამას რომ მოითხოვს. რუსების უმეტესობა მხარს უჭერს ომს უკრაინაში. მათ უნდა ჩამოერთვათ საერთაშორისო საზღვრების კვეთის უფლება, ვიდრე არ ისწავლიან მათ პატივისცემას“, – წერს კულება.
რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზის გაცემის შეჩერებისკენ დასავლეთს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა. ინიციატივას მხარი ფინეთისა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრებმა დაუჭირეს.
I call on all EU and G7 states to stop issuing visas to Russians. President @ZelenskyyUa is absolutely right to insist on this. Russians overwhelmingly support the war on Ukraine. They must be deprived of the right to cross international borders until they learn to respect them.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) August 10, 2022