პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ამ ომმა ასევე აჩვენა, თუ რამდენად ვართ დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე. ჩვენ უნდა შევამციროთ ეს დამოკიდებულება. ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავებთ განახლებად ენერგიებზე, - განაცხადა გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა „დიდი შვიდეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ და ისაუბრა მთავარ გზავნილებზე, რაზედაც „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები თანხმდებიან.
„24 თებერვალი არის წყალგამყოფი მომენტი, არაფერია იმგვარად, როგორც მანამდე იყო. ჩვენ ცხადად ვამბობთ, რომ უკან დასახევი გზა არ შეიძლება, იყოს. ჩვენ გვაქვს სამი მთავარი გზავნილი.
პირველი, „დიდი შვიდეული“ ერთად დგას უკრაინის მხარდაჭერაში. ჩვენ ვთანხმდებით, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ამ ომში არ უნდა გაიმარჯვოს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას.
მეორე გზავნილი არის, რომ ჩვენ ვებრძვით შიმშილს მსოფლიოში. ეს არის უდიდესი გამოწვევა, რომელიც არის უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შედეგი. ეს არის რუსეთის ომი, რაც იწვევს უამრავი ადამიანის შეშფოთებას, რომ ვერ შეძლებენ ოჯახების გამოკვებას. ეს არის არსებითი საფრთხე ბევრი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით აფრიკაში. სწორედ ამიტომ ჩვენ შევქმენით გლობალური კოალიცია საკვების უსაფრთხოებისთვის. ჩვენ გვაქვს 4.5 მილიარდი დოლარი და გერმანიაში მნიშვნელოვნად არის ჩართული. ამ ომმა ასევე აჩვენა, თუ რამდენად ვართ დამოკიდებული რუსეთის ენერგორესურსებზე. ჩვენ უნდა შევამციროთ ეს დამოკიდებულება. ჩვენ ინტენსიურად ვიმუშავებთ განახლებად ენერგიებზე.
მესამე გზავნილი არის, რომ ჩვენ არ დავივიწყებთ გრძელვადიან ამოცანებს. ჩვენ გვსურს პროგრესი გასცდეს სიტყვებს. ეს ეხება კლიმატის დაცვას. ჩვენ ვისაუბრეთ კლიმატური კლუბის საკითხზე და მოხარული ვარ, რომ წლის ბოლომდე შევქმნით ამ კლუბს. გვჭირდება მეტი ამბიცია კლიმატური ამოცანების შესასრულებლად“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.