პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ესტონეთში ერთი კვირის შემდეგ, ძალაში შევა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეებს არ შეუშვებენ შენგენის იმ ვიზებით, რომლებიც უშუალოდ ესტონეთის მიერ არის გაცემული, გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
„სანქცია ნიშნავს, რომ ვიზები იქნება მოქმედი, მაგრამ მათ მფლობელებს დაუწესდება სანქციები, თუკი ისინი ესტონეთში შევლენ, ანუ მათ ესტონეთში შესვლა აეკრძალებათ“ , - განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, მიღებული გადაწყვეტილება ითვალისწინებს გამონაკლისს.
ქვეყანაში შესვლის უფლებას მისცემენ დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს, პირებს, რომლებიც ეწევიან საერთაშორისო სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვებს, პირებს, რომლებიც ევროკავშირის კანონმდებლობით ფლობენ თავისუფლად გადაადგილების უფლებას, მათ, ვისი ესტონეთში შესვლა აუცილებელია ჰუმანიტარული მოსაზრებებით, ასევე იმ პირთა ახლო ნათესავებს, ვისაც ესტონეთის მოქალაქეობა გააჩნია.
ეს გადაწყვეტილება ეხება მხოლოდ იმ ვიზებს, რომლებიც გაცემულია ესტონეთის მიერ და არ ვრცელდება შენგენის ზონის სხვა ქვეყნების მიერ გაცემულ ვიზებზე.