პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ამბობს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრის შესახებ ომის დაწყებამდე სულ მცირე ერთი წლით ადრე იყო მიღებული. ამის შესახებ გერმანული გამოცემა წერს.
შოლცის თქმით, პუტინი არის ძალიან დიდი ქვეყნის ლიდერი, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ბევრი საშუალება აქვს, რითაც აწარმოებს ამ სასტიკ ომს.
„ეს დანამდვილებით არავინ იცის. ის არის ძალიან დიდი ქვეყნის ლიდერი, სადაც ბევრი ადამიანი ცხოვრობს, ბევრი საშუალება აქვს, რითაც აწარმოებს ამ სასტიკ ომს და ამისთვის ძალიან დიდხანს ემზადებოდა, ასე რომ, ომის გაგრძელებას მართლაც დიდხანს შეძლებს,“ - აღნიშნა შოლცმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთი უკრაინას იმდენ ხანს დაუჭერს მხარს, რამდენიც საჭირო იქნება მისი სიმშვიდის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ყველაფერ იმის დასაცავად, რაც უკრაინელ ხალხს სურს.