პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
გაერო სტიქიით დაზარალებული თურქეთისა და სირიისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 25 მილიონ დოლარს გამოყოფს. აღნიშნული თანხა გადაუდებელი დახმარების გაწევას მოხმარდება.
როგორც გაერო-ს პრესსპიკერი სტეფან დუჟარიკი აღნიშნავს, გაერო-ს კატასტროფის შეფასებისა და საკოორდინაციო ჯგუფები ადანაში იმყოფებიან და გაზიანთებში ჩასვლას გეგმავენ.
სტიქიით დაზარალებულ ათ პროვინციაში საერთო ჯამში 15 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, მათგან 1,7 მილიონი სირიელი ლტოლვილია. ბოლო მონაცემებით, თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 7 108-ს მიაღწია, დაშავებულთა რიცხვი 38 000-ს აღემატება.
რაც შეეხება სირიას, სტიქიას 2 500-მდე ადამიანი ემსხვერპლა, დაახლოებით ამდენივე დაშავებულია.