ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
საქართველოს ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავას ინფორმაციით, თურქეთში საქართველოს 2 მოქალაქე ნანგრევებშია მოყოლილი .
მათი ძებნის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
„ვითარება დღეს დილისთვის არის შემდეგი: გუშინ მთელი დღის განმავლობაში შემოგვდიოდა ზარები. ვიპოვეთ რამდენიმე ჩვენი მოქალაქე. ღამისთვის 6 მოქალაქის ძიება მიმდინარეობდა. საელჩო არის მუდმივად 24 საათიან რეჟიმში.
საბედნიეროდ 4 მოქალაქე ვიპოვეთ, გადაყვანილები არიან დაცულ სივრცეში. ჯანმრთელად არიან. 2 მოქალაქე ჩვენი რომელიც მოყოლილია ნანგრევებში ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ. გრძელდება სამუშაოები, ყოველ საათში ვუკავშირდებით თურქულ მხარეს. სტატისტიკა ასეთია: 100-ზე მეტი ნაპოვნი, 4 გადარჩენილი, 2 დაიღუპა და 2 დაკარგულია“ - ამბობს გიორგი ჯანჯღავა.