„საბედნიეროდ საქართველოს 4 მოქალაქე ვიპოვეთ“ - საქართველოს ელჩი თურქეთში

თურქეთი~

საქართველოს ელჩი თურქეთში გიორგი ჯანჯღავა ამბობს, რომ 4 დაკარგული მოქალაქე იპოვეს, 2-ს კი ამ დრომდე ეძებენ. 

„ვითარება დღეს დილისთვის არის შემდეგი: გუშინ მთელი დღის განმავლობაში შემოგვდიოდა ზარები. ვიპოვეთ რამდენიმე ჩვენი მოქალაქე. ღამისთვის 6 მოქალაქის ძიება მიმდინარეობდა. საელჩო არის მუდმივად 24 საათიან რეჟიმში.

საბედნიეროდ 4 მოქალაქე ვიპოვეთ, გადაყვანილები არიან დაცულ სივრცეში. ჯანმრთელად არიან. 2 მოქალაქე ჩვენი რომელიც მოყოლილია ნანგრევებში ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ. გრძელდება სამუშაოები, ყოველ საათში ვუკავშირდებით თურქულ მხარეს. სტატისტიკა ასეთია: 100-ზე მეტი ნაპოვნი, 4 გადარჩენილი, 2 დაიღუპა და 2 დაკარგულია“ - ამბობს გიორგი ჯანჯღავა.