ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ კოალიციური მოლაპარაკებები აშშ-ის ტარიფებთან დაკავშირებით გერმანიის პასუხზე უნდა იყოს ორიენტირებული

ფრიდრიხ მერცი

კოალიციური მოლაპარაკებები ტარიფებთან დაკავშირებით გერმანიის პასუხზე უნდა იყოს ორიენტირებული, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.

მერცის თქმით, გლობალური ბაზრებისთვის ვითარება სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაუარესდება.

„საერთაშორისო საფონდო ბაზრებზე ვითარება დრამატულია და არსებობს შემდგომი გაუარესების საფრთხე. ამიტომ, ახლა უფრო აუცილებელია, ვიდრე ოდესმე, რომ გერმანიამ რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს საერთაშორისო კონკურენტუნარიანობა. ეს ახლა კოალიციური მოლაპარაკებებისას მთავარი საკითხი უნდა იყოს“, – განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპმა ევროკავშირს 20%-იანი ტარიფი დაუწესა.