რა ხდება გზებზე და სად აიკრძალა მოძრაობა - უახლესი ინფორმაცია მძღოლებს
1740408585
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინა მარტში ევროკავშირისგან 3,5 მილიარდ ევროს მიიღებს. ამის შესახებ მან კიევში უკრაინის მხარდაჭერის საერთაშორისო სამიტზე განაცხადა, იუწყება ევროკომისიის პრესსამსახური.
„ევროპა აქ არის, რათა გააძლიეროს უკრაინა ამ კრიტიკულ მომენტში. შემიძლია განვაცხადო, რომ უკრაინისთვის 3,5 მილიარდი ევროს ოდენობის ახალი გადახდა უკვე მარტში ჩამოვა“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქმე ეხება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ ევროპის ბედს, ამიტომ ევროპელების უპირველეს ამოცანად უკრაინის წინააღმდეგობის გაძლიერება რჩება.
„დღემდე ჩვენი კავშირი და მისი წევრი ქვეყნები უკრაინას 134 მილიარდი ევროს ოდენობით უჭერენ მხარს. ეს სხვაზე მეტია. უკრაინაში ჩვენი მექანიზმისა და G7 სესხის წყალობით, ჩვენ დავხურეთ უკრაინის ბიუჯეტის დეფიციტი მთელი 2025 წლისთვის“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარალელურად, მოკავშირეებმა უნდა დააჩქარონ იარაღისა და საბრძოლო მასალის დაუყოვნებელი მიწოდება, რაც მათი მუშაობის საფუძველი იქნება უახლოეს კვირებში.
შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით კიევში ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა ჩავიდნენ. უკრაინის დედაქალაქში ასევე იმყოფებიან ბალტიისპირეთის ქვეყნების, ჩრდილოეთ ევროპის, ესპანეთისა და კანადის ლიდერები.
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო.