ფლორიდის შტატს აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი დაატყდა თავს

ქარიშხალი

ფლორიდის შტატს აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქარიშხალი „იანი“ დაატყდა თავს. ქარიშხალი ფლორიდის შტატს გასცდა და სამხრეთ კაროლინისკენ მიემართება.

როგორც უცხოური მედია წერს, ქარიშხალმა ფლორიდაში ქალაქების დატბორვა და მასშტაბური ზიანი გამოიწვია. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი დაახლოებით 2,6 მილიონი ადამიანი.

მსხვერპლისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება, რადგან მაშველებს რამდენიმე საათის წინ მიეცათ დაზარალებულ რაიონებში მისვლის საშუალება.

„რიცხვები ჯერ კიდევ გაურკვეველია, მაგრამ ჩვენ ვიღებთ ნაადრევ ცნობებს იმის შესახებ, რომ ეს შეიძლება, იყოს მნიშვნელოვანი სასიცოცხლო დანაკარგი“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ქარიშხლის სიჩქარე ფლორიდაში საათში 241 კილომეტრს აღწევდა. ამჟამად მისი სიჩქარე საათში 100 კილომეტრამდეა შემცირებული.

ადგილობრივი სამართალდამცველების ცნობით, ქარიშხლის დაწყებიდან რამდენიმე საათში დახმარების მოთხოვნით სულ მცირე 500 ზარი მიიღეს.