პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პაკისტანში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა. ქვეყანაში უკვე 1 033 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 348 ბავშვი, 1 527 ადამიანი კი დაშავებულა.
პაკისტანში აცხადებენ, რომ ეს ქვეყანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ჰუმანიტარული კატასტროფაა.
ყველაზე მეტად, ძლიერი წვიმებით სამხრეთ პაკისტანი დაზარალდა - განსაკუთრებით, სინდის პროვინცია, სადაც თითქმის რვაჯერ მეტი ნალექი მოვიდა, ვიდრე აგვისტოს საშუალო მაჩვენებელია.
პაკისტანი საკვების დეფიციტს განიცდის და საერთაშორისო დახმარებას ითხოვს.