არგენტინის პრეზიდენტმა ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულებზე ქვეყნის პრეტენზიები კიდევ ერთხელ გააჟღერა და გაერთიანებულ სამეფოს სუვერენიტეტზე მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა

ხავიერ მილეი

არგენტინის პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულებზე ქვეყნის პრეტენზიები კიდევ ერთხელ გააჟღერა და გაერთიანებულ სამეფოს სუვერენიტეტზე მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდა.

„ჩვენთვის მალვინის კუნძულები ეროვნული ინტერესის საგანია“, - განაცხადა მილეიმ. არგენტინის პრეზიდენტის თქმით, კუნძულების სანაპიროსთან ბრიტანული ლიცენზიებით ნავთობის მოპოვების პროექტები „უკანონო და არალეგიტიმურია“. მან ასევე უარყო კუნძულის მცხოვრებთა თვითგამორკვევის უფლება.

„მსურს კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩვენი პოზიცია კუნძულების მოსახლეობასთან დაკავშირებით. თვითგამორკვევის პრინციპი ამ შემთხვევაში არ მოქმედებს, ვინაიდან მოსახლეობა ჩასახლებულია ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ იმ ტერიტორიაზე, რომლის სუვერენიტეტიც სადავოა“, - აღნიშნა მან.

მილეის თქმით, არგენტინამ პროტესტის გამოსახატად „მშვიდობიანი, პრაქტიკული და ეფექტიანი გზა“ აირჩია.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა გაეროში დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაერთიანებული სამეფო დაიცავს ფოლკლენდის კუნძულებსა და ადგილობრივი მოსახლეობის თვითგამორკვევის უფლებას.