ფლორიდელი კაცი პოლიციას მაკდონალდსის ნაგვის კონტეინერში დაემალა

მაკდონალდსი

ფლორიდაში მცხოვრები მამაკაცი მაკდონალდსში ნაგვის კონტეინერში დამალული იპოვეს. მედიის ცნობით, მან პოლიციისგან დამლავა ასეთი უცნაური ფორმით გადაწყვიტა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

დანილო მელენდეს უმცროსი შაბათს რამდენიმე ბრალდებით დააკავეს, მათ შორის ნარკოტიკების ურეცეპტოდ შენახვა, მეტამფეტამინის შენახვა, ნარკოტიკული საშუალებების ფლობა და დაპატიმრებაზე წინააღმდეგობის გაწევა, ნათქვამია ოლქის შერიფის ოფისში.