გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
ტრანსნაციონალური თაღლითობისთვის "ინტერპოლის" მიერ ძებნილის მეზობლები “კურიერს” უდასტურებენ, რომ 28 წლის ქალი ამ სახლში, ქავთარაძის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ქირით ცხოვრობდა.
მან ბინა დაახლოებით ერთი წლის წინ იქირავა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ქალი არავისთან კონტაქტობდა და, ძირითადად, ღამის საათებში გადაადგილდებოდა. მეზობლებმა ისიც თქვეს, რომ, ყოველ დილით, ქალს სახლთან უცნობი მამაკაცი აკითხავდა და ამანათს უტოვებდა.
“რუსთავი 2-მა” ექსკლუზიურად გაარკვია, რომ 42 მილიონი ევროს გამოძალვის ბრალდებით დაკავებული ალბანეთის მოქალაქე, ფიორი დალიპია.
ქალი ქართველმა სამართალდამცველებმა გერმანიის მოთხოვნით აიყვანეს. გაირკვა, რომ ის, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ტრანსნაციონალური თაღლითობის ბრალდებით, წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
საერთაშორისო გამოძიებით დადგინდა, რომ ფიორი დალიპი თაღლითურ სქემაში 50-ზე მეტი პირისგან შემდგარ ჯგუფს აკონტროლებდა. მას ევალებოდა სხვადასხვა ქვეყანაში ქოლ-ცენტრების გამართული მუშაობის კონტროლი და მოქალაქეებისთვის ყალბი საინვესტიციო შეთავაზებების მომზადება, რის შედეგად თაღლითური დაჯგუფების ანგარიშებზე ათობით მილიონი ევრო ხვდებოდა.
მსგავსი სქემით მხოლოდ გერმანიის 1000-ზე მეტ მოქალაქეს, მათ შორის პენსიონერებს, 42 მილიონ ევროზე მეტი გამოსძალეს.
28 წლის ალბანელი ქალი ახლა გერმანიაში ექსტრადირებას ელოდება. ბერლინიდან თბილისში უკვე გამოიგზავნა მრავალეპიზოდიანი საქმის მთავარი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც თბილისის საქალაქო სასამართლომ ფიორი დალიპის სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.
ქოლ-ცენტრების საქმეზე ალბანეთის კიდევ ერთი მოქალაქე, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, დუბაიში, რამდენიმე თვის წინ დააპატიმრეს. ამანთ ჯოსიფი მილტონ გრუპთან დაკავშირებული პირია. ამ ჯგუფს ევროპელი პენსიონერების ძარცვის ფართომასშტაბიანი სქემა უკავშირდება. "ბიბისის" საგამოძიებო ფილმში მილტონ გრუპის ჩრდილოვან მმართველად საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილია დასახელებული. მას რეპორტაჟში “მისტერ ოფშორის“ სახელით მოიხსენიებენ.
დავით კეზერაშვილის ახლო ნათესავია, დაახლოებით ერთი თვის წინ, ასევე გერმანიის მოთხოვნით სომხეთში დაკავებული მიხეილ ბინიამინი, იგივე - მიშა ბენიაშვილი. ის საქართველოსა და ისრაელის ორმაგი მოქალაქეა და, სხვებთან ერთად, ასევე ფიგურირებს "ბიბისის" საგამოძიებო ფილმში სახელწოდებით - მილიარდიანი თაღლითობა.
ასევე დაგაინტერესებთ:
„ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს...“ - გარემოს ეროვნული სააგენტო ახალ პროგნოზს აქვეყნებს
„ეკრანს ვუბრუნდები...“ - რა სიახლეებია სოფი ნურაშვილის ცხოვრებაში
დააკავეს მშობლები, რომლებმაც 6 წლის გოგონა, სავარაუდოდ, ძაღლის გალიაში გამოკეტეს და აწამებდნენ