შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
1773693742
ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა სტიქიური უბედურების ზონაა. შტორმმა "ბორისმა" 22 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
7 ქვეყნის რეგიონებში საგანგებო მდგომარეობაა. მაშველები და მეხანძრეები ბუნებრივი კატასტროფის ზონიდან მოქალაქეების გადარჩენას ცდილობენ. ბუნებრივმა კატასტროფამ, ერთი კვირის განმავლობაში, უნგრეთს, გერმანიას, სლოვაკეთს, რუმინეთს, პოლონეთს, ავსტრიასა და ჩეხეთს უდიდესი ზარალი მიაყენა.
განადგურებულია ასობით ათასი საცხოვრებელი სახლი. წყალდიდობის გამო, ცენტრალური ევროპის სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე უმსხვილესი ქარხანა დაიხურა.
წყლის ქვეშ აღმოჩნდა საქალაქთაშორისო მაგისტრალები, დანგრეულია ხიდები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა.