ევროპარლამენტარი ფიდიას პანაიოტოუ ევროკავშირში „ჩატ კონტროლის“ სისტემის შემოღებაზე: ეს სამწუხარო დღეა ევროპელებისთვის

ფიდიას პანაიოტოუ

ევროპარლამენტის წევრმა, ფიდიას პანაიოტოუმ სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ ევროკავშირში „ჩატ კონტროლის“ სისტემის შემოღება რეალობად იქცა.

პანაიოტოუს თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტარების უმრავლესობამ სადავო ინიციატივას მხარი არ დაუჭირა, კენჭისყრის შედეგად ვერ შეგროვდა აბსოლუტური უმრავლესობისთვის საჭირო 361 ხმა, რამაც რეგულაციის დროებითი ვადის გახანგრძლივება განაპირობა.

„ეს სამწუხარო დღეა ევროპელებისთვის“, - წერს პანაიოტოუ თავის მიმართვაში.