წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
ევროკავშირი მილიარდერ ილონ მასკის დასანქცირებას გეგმავს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირი ციფრული მომსახურების შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობის შესაბამისად, სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ დირექტორის, ილონ მასკის სანქცირებას გეგმავს.
„ილონ მასკმა უნდა იცოდეს, რომ არსებობს წითელი ხაზები და მალე სანქციებია“, – დაწერა ევროკომისარმა, ვერა იუროვამ საკუთარი „ტვიტერის“ ანგარიშზე.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელ „ტვიტერმა“ რამდენიმე რეპორტიორის, მათ შორის „ნიუ იორკ თაიმსის“, „სიენენის“ და „ვაშინგტონ პოსტის“ პროფილები დაბლოკა.
„ტვიტერის“ ანგარიშები დაიბლოკა მას შემდეგ, რაც რეპორტიორებმა ილონ მასკთან დაკავშირებული კრიტიკული პოსტები გაავრცელეს.