„ღამით მოთოვს, მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარბუქი...“ - განახლებული ამინდის პროგნოზი
1765659511
ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი აღარ არის. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მასკს ფრანგული ფუფუნების საგნების ბრენდის, LVMH-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ბერნარ არნომ გადაუსწრო.
Forbes-ის თანახმად, მასკის ქონება ახლა, დაახლოებით, $178 მილიარდს შეადგენს, არნოს ქონება კი, $188 მილიარდს.
ცნობისთვის, კომპანია LVMH - Louis Vuitton-ის, Dior-ის, Givenchy-ის, Sephora-სა და სხვა ბრენდების მფლობელია.
გავრცელებული ინფორმაციით, მასკის ჩამოქვეითება მილიარდერთა სიაში, Tesla-ს აქციების ფასის კლებამ გამოიწვია.