„ღამით მოთოვს, მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარბუქი...“ - განახლებული ამინდის პროგნოზი
1765659511
ილონ მასკმა ელექტრონული მანქანების მწარმოებლის, Tesla-ს აქციები ისევ გაყიდა. ამჯერად, თანხის ოდენობამ 3.58 მილიარდი დოლარი შეადგინა.
აქციები მასკმა ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს გაყიდა, შედეგად, მის მიერ გაყიდულმა საერთო წილმა 40 მილიარდი დოლარი შეადგინა.
კვირის დასაწყისში, ბიზნესმენმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის პოზიციაც დაკარგა, თუმცა, Refinitiv-ის თანახმად, 13.4%-ით ის კვლავ რჩება Tesla-ს უმსხვილეს მეწილედ.
აღსანიშნავია, რომ Tesla-ს აქციები, მიმდინარე წელს, მანქანების მთავარ მწარმოებლებსა და ტექნოლოგიურ კომპანიებს შორის, ერთ-ერთ ყველაზე ცუდ შედეგებს აფიქსირებს. ინვესტორები ეჭვობენ, რომ მასკი ახლა სოციალურ ქსელ Twitter-ზეა გადართული, რომელიც მან გასულ თვეში შეიძინა.
ამჟამად, მასკი Forbes-ის უმდიდრესი ადამიანების სიაში, 174 მილიარდი დოლარით, მეორე ადგილზეა, პირველ ადგილს კი 191 მილიარდი დოლარით ბერნარ არნო იკავებს.