„ღამით მოთოვს, მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარბუქი...“ - განახლებული ამინდის პროგნოზი
1765659511
რამდენიმე ცნობილ ჟურნალისტს, რომელიც ილონ მასკის შესახებ წერდა, „ტვიტერში“ ანგარიში დაუბლოკეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ცნობით, დაბლოკილებს შორის არიან „ნიუ იორკ თაიმსის“, „სიენენისა“ და „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტები.
მომხდარი რამდენიმე დღის წინ ამოქმედებულ ახალ წესებს უკავშირდება, რაც ტვიტერში სხვა ადამიანების გადაადგილების მარშრუტის გავრცელებას კრძალავს.
როგორც „ტვიტერის“ პრესსპიკერმა განმარტა, ანგარიშების დაბლოკვა სხვა ადამიანების ადგილსამყოფელისა და გადაადგილების შესახებ ინფორმაციის ლაივ რეჟიმში გაზიარების ფაქტს უკავშირდება.
„ტვიტერში“ განმარტავენ, რომ ამ შემთხვევაში, გამონაკლისი ვერ დაიშვება და წესები ვრცელდება ჟურნალისტებზეც.
ამასთან, CNN-ში ამბობენ, რომ „ეს არის რიგი ჟურნალისტების იმპულსური და გაუმართლებელი შეჩერება... შემაშფოთებელია, მაგრამ გასაკვირი არ არის“. მედია ტვიტერს ახსნას სთხოვს.