ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი განცხადებას ავრცელებს
1740594938
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელის, კაია კალასისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს შეხვედრა გაუქმდა და ვაშინგტონში მისი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში აღარ გაიმართება.
როგორც კალასის წარმომადგენელმა Euronews-ს განუცხადა, შეხვედრის გაუქმების მიზეზი განრიგთან დაკავშირებული საკითხებია.
„ამჯერად კაია კალასი არ შეხვდება სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს, რადგან ეს განრიგის მიზეზით ვერ მოხერხდა. ისინი ბოლოს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვდნენ ერთმანეთს“, - განაცხადა კაია კალასის სპიკერმა.
კალასი ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, სადაც რამდენიმე მაღალი რანგის პოლიტიკოსთან შეხვედრებს გამართავს. -0:10