„მარტი თქვენთვის განსაკუთრებით წარმატებული იქნება“ - ზოდიაქოს 4 ფავორიტი ნიშანი
1740596241
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
„მგზავრთა საყურადღებოდ!
ინტენსიური თოვის, ყინვისა და გზებზე გართულებული მოძრაობის გამო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან „შატლ ბასების“ მოძრაობა ქუთაისის ცენტრამდე და პირიქით, დროებით ჩერდება.
რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ამ წუთებში ათენიდან პირდაპირი რეისი შესრულდა. ინფორმაციას აეროპორტის ოპერირებასთან დაკავშირებით პერიოდულად განვაახლებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.