Euractiv: დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ბავშვთა პორნოგრაფიის მონიტორინგის წესებს ეწინააღმდეგებიან. ბავშვთა პორნოგრაფიის იდენტიფიცირების წესებს - კონფიდენციალურობის დარღვევად აღიქვამენ

აპლიკაცია

დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი ბავშვთა პორნოგრაფიის მონიტორინგის ახალ წესებს კონფიდენციალურობის შესაძლო დარღვევის გამო ეწინააღმდეგებიან. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

ტექნოლოგიური კომპანიები და ინფორმაციის კონფიდენციალურობის დამცველები დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში ბავშვთან პორნოგრაფიის გავრცელების აღსაკვეთად სავალდებულო წესის შემოღებას ეწინააღმდეგებიან იმის შიშით, რომ ამან, შესაძლოა, ინტერნეტში მასობრივი თვალთვალის პრაქტიკა დანერგოს.

როგორც პორტალი წერს, აღნიშნული აქტივისტების მოღვაწეობა ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების აღსრულებას აფერხებს. ტექნოლოგიური კომპანიების მტკიცებით, დაშიფრული შეტყობინებების სკანირება ყველა ადამიანის კონფიდენციალურობას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს.

Euractiv-ის ინფორმაციით, ისეთი მსხვილი მესენჯერები, როგორიცაა WhatsApp-ი და Signal-ი, ბრიტანეთის ბაზრის დატოვებით იმუქრებიან, თუ ახალი წესები შემოღებული იქნება.

ევროკავშირში ტექნიკური მოლაპარაკებები ინტერნეტ სივრცის დარეგულირების შესახებ ჯერ კიდევ გრძელდება. თუმცა, პროცესი ჭიანურდება, როცა საუბარი ეხება იმას, თუ რამდენად მძლავრად უნდა უბიძგონ ხელისუფლებებმა ტექნოლოგიურ კომპანიებს საკუთარი პლატფორმების კონტროლისკენ.