თურქეთი და აზერბაიჯანი ერთიანი არმიის შექმნაზე მუშაობენ - თურქეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე

ჰულუსი აქარი

თურქეთი და აზერბაიჯანი ერთიანი არმიის შექმნაზე მუშაობენ, – ამის შესახებ თურქეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, თურქეთის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა აზერბაიჯანში ვიზიტის დროს განაცხადა.

ჰულუსი აქარმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მხარს უჭერს ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობას.

„ჩვენ აღარ ვართ ერთი ერი, ორი სახელმწიფო, არამედ ერთი ერი, სამი სახელმწიფო. გარდა იმისა, რომ ერთი ერი ვართ, ერთი ჯარიც ვართ. ამჟამად მიმდინარეობს პროცესი ერთიანი არმიისკენ. აზერბაიჯანმა და თურქეთმა ერთად უნდა იმუშაონ თავდაცვის სფეროში. ამის წინაპირობაა ერთობლივი სამხედრო წვრთნები“, – აღნიშნა ჰულუსი აქარმა.