2025 წლის რეკორდი: 7 ნოემბერს დედამიწას ძლიერი მაგნიტური შტორმი დაატყდება თავს
1762458995
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თვლის, რომ ისრაელი კონფლიქტის გადატანას ახლო აღმოსავლეთის მთელ რეგიონზე ცდილობს, რაც ძალიან სახიფათოა. ინფორმაციას Anadolu Agency ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ეს განცხადება ერდოღანმა ლიბანის პრემიერ-მინისტრთან ნაჯიბ მიკატისთან სატელეფონო საუბრის დროს გააკეთა. მისი თქმით, ის გააგრძელებს ძალისხმევის გაწევას, რათა ისრაელი შეაჩეროს.
სატელეფონო საუბრისას თურქეთის ლიდერმა მწუხარება გამოთქვა პეიჯერების აფეთქების შედეგად დაღუპული და დაშავებული ადამიანების გამო. მან დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.