ექიმმა გულის ოპერაციაზე მარტო მოსული 4 წლის პაციენტი იშვილა

ექიმი და პაციენტი

ექიმმა გულის ოპერაციაზე მარტო მოსული 4 წლის პაციენტი იშვილა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

4 წლის ბიჭუნა სახელად თრუ მინდობით აღზრდაში იმყოფებოდა, მისი სოციალური მუშაკი კოვიდით დაავადდა, რის გამოც ბიჭუნას საავადმყოფოში ოპერაციის დღეს ვერ გაჰყვა.

ანესთეზიოლოგი მარტო მყოფ პატარა ბიჭს პალატაში შეხვდა და მისმა ამბავმა ექიმი გულგრილი ვერ დატოვა.

გულის ოპერაციის დასრულების შემდეგ  ექიმი სოციალურ მუშაკს დაუკავშირდა. მან შეიტყო, რომ ბავშვს რთული წარსული ჰქონდა და ჯანმრთელობის პრობლემების გამო მისთვის მუდმივ ოჯახს ვერ პოულობდნენ.

ექიმს, რომელსაც უკვე ჰყავს 6 შვილი მეუღლესთან ერთად გადაწყვიტა, რომ თრუ მათი ოჯახის წევრი გამხდარიყო.