დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ექიმების 3-წლიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ, ხელოვნურმა ინტელექტმა 7 წლის ბიჭს იშვიათი დაავადების დიაგნოზი დაუსვა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
აშშ-ში 7 წლის ალექსის მშობლებმა ბოლო 3 წლის განმავლობაში შვილის დიაგნოზის დასადგენად 17 სხვადასხვა ექიმს მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ბავშვს ქრონიკული დაღლილობა და ტკივილები აწუხებდა, მკვეთრად შეეცვალა ხასიათი და სიმაღლეში ზრდაც შეწყვიტა.
3-წლიანი უშედეგო კვლევის შემდეგ, ბავშვის დედამ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება გადაწყვიტა, შედეგად კი დადგინდა, რომ ალექსს იშვიათი დაავადება - მიბმული ზურგის ტვინის სინდრომის მსუბუქი ფორმა აქვს.
მედიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ბავშვს შესაბამისი მკურნალობა უტარდება და მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.
ასევე ნახეთ:
17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
VIDEO: „ვერ ვიცანი...“ - სოციალურ ქსელში მსახიობ მიშა მესხის კადრები გავრცელდა
VIDEO: „ეს სთორი მინდა მივუძღვნა...“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე