„პასუხი დავაგვიანე... ყველაფერი ავწონე...“ - რას წერს გოგო, როემელსაც სალომე უშხვანმა მეჯვარეობა შესთავაზა

სალომე უშხვანი

„პრაიმ ჰაუსის“ მესამე სეზონის მონაწილე, სალომე უშხვანი ქორწილისთვის ემზადება. ჯვრისწერა ხვალ, 17 სექტემბერს ექნება.

სალომეს გვერდს 4 მეჯვარე დაუმშვენებს. გთავაზობთ, ერთ-ერთის კომენტარს.

ამ საოცარი გოგოს მეჯვარეობა მხვდა წილად... გადაწყვიტა, უფრო ახლოს ვყოფილიყავით, ეს მეგობრობა რომელიც ახლა გვაქვს, უფრო გაემყარებინა, მეჯვარეობა შემომთავაზა.... პასუხი დავაგვიანე, დავფიქრდი, ყველაფერი ავწონე თუ რამხელა პასუხისმგებლობა მექნებოდა „კის“ შემთხვევაში და ბოლოს ვუთხარი, რომ ბედნიერი ვიყავი მისი შემოთავაზებით, რადგან მე ამირჩია... მინდა ღირსეულად გავუძღვე ამ საქმეს და ისეთი მეჯვარე ვიყო, როგორსაც იმსახურებს ეს სიკეთის, სილამაზის და სიყვარულის გოგო.

მიყვარხარ უზომოდ, ყველაზე ბედნიერი უნდა იყო, რადგან იმსახურებ... მინდა ყოველთვის ამაყობდე შენი არჩევანით და რომ არ შემცდარხარ ამ ადამიანების დასახელებით“, - წერს ნანუკა ლაფაური.

ასევე ნახეთ:

VIDEO: „იღბლიანობა კლებულობს...“ - მიხეილ ცაგარელი ზოდიაქოს ნიშნებს აფრთხილებს

ზაზა თელია ქორწინების 11 წლის იუბილეს აღნიშნავს - ნახეთ, ფოტოები

როგორ გამოიყურება საუდის არაბეთში რონალდუს სახლი - შთამბეჭდავი ფოტოები