ევროპაში მოგზაურობის წესები იცვლება ! - ნახეთ, დეტალები
1737021978
აშშ-ს ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დაგეგმილი ინაუგურაციის ფონზე, მომავალმა პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტა, $Melania გამოუშვა.
ამის შესახებ აშშ-ს მომავალმა პირველმა ლედიმ X-ზე დაწერა.
ე.წ. მიმკოინის ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, $Melania Solana-ს ბლოკჩეინს იყენებს.
ვებგვერდის თანახმად, $Melania "სიმბოლო MELANIA-ს მიერ განსხეულებული ღირებულებებისა და ასოცირებული ილუსტრაციების მხარდაჭერისა და მათთან ჩართულობის" საშუალებას წარმოადგენს და "საინვესტიციო შესაძლებლობებისთვის, საინვესტიციო კონტრაქტებისთვისა ან ფასიანი ქაღალდებისთვის" არ არის განკუთვნილი.
17 იანვარს აშშ-ს არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარი კრიპტოვალუტა, ე.წ. მიმკოინი $Trump გამოუშვა, რომლის კაპიტალიზაციამაც უკვე რამდენიმე მილიარდ დოლარს მიაღწია.
როგორც კრიპტოვალუტის ოფიციალურ ვებსაიტზეა აღნიშნული, მომხმარებლებისთვის ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი 200 მილიონი ციფრული ტოკენია, კიდევ 800 მილიონს კი შემდეგი 3 წლის განმავლობაში გამოუშვებენ.
ვებგვერდ CoinMarketCap-ის მიხედვით, $Trump-ის საბაზრო შეფასება დაახლოებით 12 მილიარდ დოლარს, ხოლო $Melania-ს საბაზო შეფასება 1.7 მილიარდ დოლარს შეადგენს.
2024 წლის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ტრამპმა თქვა, რომ ბიტკოინის ფედერალურ რეზერვს შექმნის და მის ადმინისტრაციას კრიპტოვალუტის მიმართ უფრო დადებით დამოკიდებულება ექნება.