1739198120
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ქვეყანაში შემავალ ფოლადსა და ალუმინზე იმპორტის 25%-იანი გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს
![ტრამპი ტრამპი](https://primetime.ge/uploads/files/2025/01/20/110017/trampi_w_h.jpeg)
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ქვეყანაში შემავალ ფოლადსა და ალუმინზე იმპორტის 25%-იანი გადასახადის დაწესებას ითვალისწინებს. ტრამპის თქმით, ტარიფი ეხება ყველა ქვეყანას, გამონაკლისის გარეშე, მაგრამ მან მოგვიანებით განაცხადა, რომ განიხილავს გამონაკლისს ავსტრალიისთვის, რადგან მას სავაჭრო ბალანსის დადებითი სალდო აქვს.
ამასთან, მისი თქმით, სხვა დაგეგმილი ტარიფები შეიძლება მოიცავდეს გადასახადს მედიკამენტებზე, ფარმაცევტულ ნაწარმსა და ჩიპებზე.