1739286170
2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო კვლავ მოწინავეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ვაპირებთ, რომ ამით არ დავკმაყოფილდეთ და ძალიან მალე არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში აღმოვჩნდეთ - მამუკა მდინარაძე
![მამუკა მდინარაძე მამუკა მდინარაძე](https://primetime.ge/uploads/files/2024/11/27/106159/mamuka-mdinaradze_w_h.jpeg)
2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო კვლავ მოწინავეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. ამ მიმართულებით, საქართველოს ძალიან ამბიციური გეგმები აქვს. ჩვენ ვაპირებთ, რომ ამით არ დავკმაყოფილდეთ და ძალიან მალე კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისითა და შესაბამისი შედეგებით არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში აღმოვჩნდეთ, - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე.
მანვე მოუწოდა იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვთ გათვითცნობიერებული ზემოთ ხსენებული მიზნები და ხელი წაუცდებათ ხოლმე კორუფციაზე, ვის გამოც ჯერ კიდევ არ აქვს საქართველოს უმაღლესი შეფასებები, დაიჯერონ საკუთარი ხელისუფლების რეალური, ამბიციური და ამავე დროს, ქვეყნისთვის მეტად სასარგებლო განზრახვის შესახებ.
„2024 წლის კორუფციის აღქმის ინდექსით, საქართველო კვლავ მოწინავეა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში.
ამ მიმართულებით, საქართველოს ძალიან ამბიციური გეგმები აქვს. ჩვენ ვაპირებთ, რომ ამით არ დავკმაყოფილდეთ და ძალიან მალე კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისითა და შესაბამისი შედეგებით არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში აღმოვჩნდეთ. ქვეყნის შიგნით კი იმ ადამიანებს, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვთ გათვითცნობიერებული ეს მიზნები და ხელი წაუცდებათ ხოლმე კორუფციაზე, ვის გამოც ჯერ კიდევ არ გვაქვს უმაღლესი შეფასებები, ვურჩევ(!), დაიჯერონ საკუთარი ხელისუფლების რეალური, ამბიციური და ამავე დროს, ქვეყნისთვის მეტად სასარგებლო განზრახვის შესახებ!..“ - წერს მამუკა მდინარაძე.