დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შაბათს, 12:00 საათამდე ღაზაში მყოფი ყველა მძევალი თუ არ გათავისუფლდება, ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაუქმებას შესთავაზებს

ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ შაბათს ღაზაში მყოფი ყველა მძევალი თუ არ გათავისუფლდება, ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაუქმებას შესთავაზებს.

„ეს ისრაელის გადაწყვეტილებაა, მაგრამ შაბათს, 12:00 საათამდე ყველა მძევალი თუ არ დაბრუნდება, ვფიქრობ, ეს შესაფერისი დროა. მე ვიტყოდი, გააუქმეთ შეთანხმება და დაიწყოს ჯოჯოხეთი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, დახმარება შეაჩეროს იორდანიისა და ეგვიპტისთვის, თუ ისინი არ მიიღებენ პალესტინელ ლტოლვილებს, რომლებიც ღაზიდან გადაადგილდებიან.

შეგახსენებთ, „ჰამასის“ სპიკერმა, ჰუდჰაიფა კაჰლოუტმა განაცხადა, რომ ისრაელმა არ შეასრულა ვალდებულებები ცეცხლის შეწყვეტის კუთხით, რის გამოც შაბათს დაგეგმილი მძევლებისა და პატიმრების გაცვლა გადაიდება.