ვატიკანში დრო გაჩერდა - უკვე 23-ე დღეა, ექიმები რომის პაპის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ
1741545296
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა „თითქმის“ დაასრულა უკრაინასთან დაზვერვის გაზიარების შეჩერება და აღნიშნა, რომ საუდის არაბეთში უკრაინელ ოფიციალურ პირებთან დაგეგმილი მოლაპარაკებებიდან დადებით შედეგებს ელოდება.
„ჩვენ ბევრ რამეს ვაკვირდებით. გვაქვს დიდი შეხვედრები, როგორც იცით, საუდის არაბეთში. ეს მოიცავს რუსეთს. ეს მოიცავს უკრაინას. ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა რაიმეს გაკეთება. ბევრი ადამიანი დაიღუპა ამ კვირაში, როგორც იცით, უკრაინაში, არა მხოლოდ უკრაინელები, არამედ რუსებიც. ასე რომ, ვფიქრობ, ყველას სურს ამის დასრულების ხილვა. ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწევთ, ვფიქრობ, ამ კვირაში“,- განაცხადა ტრამპმა.
კითხვაზე, ხელს მოაწერს თუ არა უკრაინა მინერალების ხელშეკრულებას, ტრამპმა განაცხადა: „ვფიქრობ, ისინი ხელს მოაწერენ მინერალების გარიგებას, მაგრამ მინდა, რომ მათ მშვიდობა სურდეთ ახლავე. ამ მომენტში, მათ არ უჩვენებიათ ეს იმ დონეზე, როგორც საჭიროა, მაგრამ ვფიქრობ, აჩვენებენ. ვფიქრობ, ეს აშკარა მოხდება მომდევნო ორ-სამ დღეში“,- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
გასულ კვირას CIA-ს დირექტორმა, ჯონ რეტკლიფმა განაცხადა, რომ აშშ-მ შეაჩერა სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარება უკრაინასთან. აშშ-ის ოფიციალური პირები უკრაინის დელეგაციას საუდის არაბეთში ხვალ შეხვდებიან. გამართულ მოლაპარაკებებზე ასევე დგას ვაშინგტონსა და კიევს შორის მინერალური შეთანხმების ბედი.