დაშავდა ბორტზე მყოფი 16 ადამიანი - ახალი ზელანდიის სანაპიროსთან საკრუიზო გემი შტორმში მოხვდა

გემი

ახალი ზელანდიის სანაპიროსთან, საკრუიზო გემი შტორმში მოხვდა, რის შედეგადაც ბორტზე 16 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, მგზავრები და ეკიპაჟის წევრებიც არიან. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

სიდნეიდან მომავალი საკრუიზო გემმა Crown Princess-მა, ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულ მილფორდ საუნდთან ახლოს ძლიერი ქარისა და ტალღების გამო კურსი იცვალა და გემბანი ერთ მხარეს გადაიხარა, რის გამოც გემზე მყოფები დაშავდნენ.

გემი 2 კვირიან მოგზაურობაში იმყოფებოდა და შემთხვევის დროს გზის ნახევარი ჰქონდა გავლილი. შტორმის შედეგად ბორტზე შექმნილი ვითარების ამსახველი ვიდეო კადრები მედიაში ვრცელდება. კადრებში ჩანს, რომ ძლიერი შტორმის შედეგად დაზიანებულია გემის ინფრასტრუქტურა, მათ შორის, სამზარეულოს ტექნიკა და ავეჯი.