ტრამპსა და ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო - ფრიდრიხ მერცი

ტრამპი ზელენსკი

გერმანიის ქრისტიან - დემოკრატიული კავშირის ლიდერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის თეთრ სახლში მომხდარი შელაპარაკება „ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია“ იყო.

„ეს არ ყოფილა სპონტანური რეაქცია ზელენსკის ჩარევაზე, არამედ აშკარად ხელოვნურად შექმნილი ესკალაცია იყო ამ შეხვედრისას ოვალურ კაბინეტში“, – განაცხადა მერცმა ჰამბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მერცი აცხადებს, რომ ევროპა ახლა ზეწოლის ქვეშაა, და სწრაფად უნდა იმოქმედოს.

„ჩვენ ახლა უნდა ვაჩვენოთ, რომ ევროპელებს დამოუკიდებლად მოქმედება შეგვიძლია“, – განაცხადა მერცმა.