დასავლეთიდან ხალხი ჩამოდის ჩვენთან მარილის საყიდლად - ალექსანდრ ლუკაშენკო

ლუკაშენკო

"ხალხი ჩამოდის ჩვენთან მარილის საყიდლად. მარილი არ აქვთ! დიდებული, მდიდარი დასავლეთი და მარილი არ აქვთ!", - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა. 

"გავხსენით მათთვის საზღვრები კათოლიკური აღდგომის წინ და რადუნიცაც არის რამდენიმე დღეში. ჩამოვიდეს ხალხი პოლონეთიდან, ლიეტუვიდან, ლატვიიდან თავიანთი ახლობლების სასაფლაოებზე, როგორც ეს ყოველთვის იყო. დავუშვი ვიზების გარეშე. ისინი არ უშვებენ თავიანთ ხალხს ბელარუსში.

რატომ? ხალხი ჩამოდის ჩვენთან მარილის საყიდლად. მარილი არ აქვთ! დიდებული, მდიდარი დასავლეთი და მარილი არ აქვთ! მათი ხალხი რომ არ ამბობდეს იმას, რომ ბელარუსები ნორმალურად ცხოვრობენ, აქ არ უშვებენ, ესაა მათი დემოკრატია. მადლობა ღმერთს, ჩვენთან დიქტატურაა. სულ მაკრიტიკებდნენ - დიქტატურა, დიქტატურა, სამაგიეროდ წესრიგია",- განაცხადა ლუკაშენკომ.