1739518481
დასახელდა მიზეზი, რის გამოც რუსეთმა აეროპორტები შვიდ ქალაქში დახურა
![თვითმფრინავი თვითმფრინავი](https://primetime.ge/uploads/files/2025/02/15/112100/tvitmfrinavi_w_h.jpeg)
„როსავიაციამ“ უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის გამო შვიდ ქალაქში აეროპორტების მუშაობა დროებით შეაჩერა, - იუწყება უკრაინული მედია.
ამ დროისთვის არ მუშაობენ სარატოვის, ასტრახანის, გროზნოს, კალუგის და ულიანოვსკის აეროპორტები.
ვოლგოგრადში, კალუგისა და როსტოვის ოლქებში უპილოტო საფრენი აპარატების შეტევა სამრეწველო ობიექტებზე დაფიქსირდა.
ვოლგოგრადის ოლქის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უპილოტო საფრენი აპარატების შეტევის გამო სამრეწველო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. კალუგის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატების ნაწილები სამრეწველო ზონაში მოხვდა, როსტოვის ოლქში კი რამდენიმე შეტევა განხორციელდა.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.