1739302478
ჩვენ არ გავგზავნით აშშ-ის ჯარებს უკრაინაში - აშშ-ის თავდაცვის მდივანი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არ აპირებს ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ძალების უკრაინაში გაგზავნას. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
„ჩვენ არ გავგზავნით აშშ-ის ჯარებს უკრაინაში“, – განაცხადა ჰეგსეტმა.
ამასთან, გერმანიაში ჟურნალისტებთან საუბრისას ჰეგსეტმა აღნიშნა, რომ მიმდინარე კვირაში, ევროპელ მოკავშირეებთან შეხვედრისას მათ თავდაცვაზე მეტი თანხის დახარჯვისკენ მოუწოდებს.
„ევროპის კონტინენტი იმსახურებს, რომ თავისუფალი იყოს ნებისმიერი აგრესიისგან, თუმცა სწორედ მეზობელმა ქვეყნებმა უნდა განახორციელონ ყველაზე დიდი ინვესტიცია ინდივიდუალურ და კოლექტიურ თავდაცვაში“, – განაცხადა ჰეგსეტმა.