ჩინეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ჩინეთი აშშ-სთან თანამშრომლობას ურთიერთპატივისცემის საფუძველზე გააგრძელებს

ჩინეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ჩინეთი აშშ-სთან თანამშრომლობას ურთიერთპატივისცემის საფუძველზე გააგრძელებს

ჩინეთი აშშ-სთან თანამშრომლობას ურთიერთპატივისცემის საფუძველზე გააგრძელებს, – „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საგარეო უწყების პრესსპიკერმა, მაო ნინმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, ჟურნალისტმა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ჰკითხა: „როგორ იმოქმედებს დონალდ ტრამპის ოვალურ კაბინეტში დაბრუნება აშშ-ჩინეთის ურთიერთობებზე“.

„აშშ-ის მიმართ ჩვენი პოლიტიკა თანმიმდევრულია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების განხილვასა და მართვას ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაარსებობისა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის პრინციპების შესაბამისად“, – განაცხადა საგარეო უწყების პრესსპიკერმა, მაო ნინმა ჟურნალისტის მიერ დასმული.

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა.