„ჩემი ადგილი დავუთმე..." - წყალქვეშა ნავის ბორტზე დაღუპული 19 წლის მგზავრის დედა

titani

აფეთქებული წყალქვეშა ნავის ბორტზე მილიარდერ მამასთან ერთად მყოფი 19 წლის შაჰდა სულემანის დედის თქმით, ექსპედიციაში თავად უნდა წასულიყო, მაგრამ მისი ადგილი ვაჟს დაუთმო. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

ქრისტინე დავუდისა და მისი მეუღლის, შაჰზადა დავუდის მოგზაურობა თავიდან პანდემიის გამო გადაიდო. მისი განმარტებით, როდესაც მათ OceanGate Expeditions-ის წლევანდელ მისიაში ადგილის მოპოვება შეძლეს, მან უარი თქვა, რადგან მის ვაჟს ძალიან უნდოდა წასვლა.

„შემდეგ მე უკან დავიხიე და ადგილი დავუთმე სულემანს, რადგან მას ძალიან სურდა წასვლა. მათ გამო ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ორივეს ძალიან დიდი ხანი უნდოდა ამის გაკეთება". - აღნიშნა მან.

ტურისტული კომპანია OceanGate Expeditions-ის ცნობით, დაკარგული წყალქვეშა ნავის პილოტი და ოთხივე მგზავრი დაიღუპა. 

ასევე ნახეთ:

საჭირო ინფორმაცია მძღოლებს! - რა შემთხვევაშია მანქანის ევაკუაცია უკანონო

გაფრთხილება! წყალი 8 საათით შეწყდება - ქუჩების ჩამონათვალი

„დაანებეთ ნუცას კრიტიკას თავი! მან კარგად გააანალიზა რაც „დააშავა“ და ბოდიშიც მოიხადა...“ – ზაზა ბანძელაძე