„ბავშვი გემიდან გადავარდნილა და ზღვას გაუტაცია…“ – სასწაულმოქმედი ხატის “მანუგეშებლის” ისტორია
1744747439
ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ყველა წარდგენილ ბრალდებაში და უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა მიიღო.
გალუსტაშვილის განაჩენით, ჯაიანი დამნაშავედ იქნა ცნობილი, როგორც განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით ჩადენილ მკვლელობაში, ასევე გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურ ცემაში.
განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ბრალდებული ბექა ჯაიანი.
მსჯავრდებული ბექა ჯაიანის ადვოკატის თქმით, ჯაიანისთვის უვადო პატიმრობის მისჯის გადაწყვეტილება უკანონოა და ის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.
გიორგი მდინარაძე ამტკიცებს, რომ მოსამართლემ გადაწყვეტილება "მიიღო მხოლოდ მორალური თვალსაზრისით და არა სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით.
"ვფიქრობთ, ახლად დანიშნულმა მოსამართლემ თავისი პირველი, პრაქტიკული გამოცდა ვერ ჩააბარა წარმატებით და მოექცა გავლენის ქვეშ, ვინაიდან გადაწყვეტილება უვადო თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით მიიღო მხოლოდ მორალური თვალსაზრისით და არა სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, შესაბამისად აღნიშნული გადაწყვეტილება არის უკანონო და დაცვის მხარის მხრიდან გასაჩივრდება სააპელაციო სასამართლოში.
ეს განაჩენი არის უკანონო გენდერის ნაწილშიც და განსაკუთრებული სისასტიკის ნაწილშიც, ასევე სისტემატურ ცემასთან დაკავშირებითაც. ამაზე ვრცლად ვისაუბრე დასკვნით სიტყვაში. უდავო მტკიცებულებით დასტურდებოდა ის, რომ ბექა ჯაიანს არ ჰქონდა უარყოფით დამოკიდებულება კესარია აბრამიძის გენდერული იდენტობის მიმართ. განსაკუთრებული სისასტიკესთან დაკავშირებით კი არგუმენტი ის იყო, რომ მრავალი ჭრილობა ავტომატურად არ ნიშნავს სისასტიკეს და სუბიექტური კრიტერიუმით გამოირიცხებოდა, რაც მოსამართლემ არ გაიზიარა. ეს აშკარად ხაზს უსვამს მოსამართლის გამოუცდელობას, ვფიქრობ რომ ის გავლენის ქვეშ მოექცა",- განაცხადა ადვოკატმა.