ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი მოსახლეობას აფრთხილებს
1744805407
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესის დარღვევით გადმოტანისა და აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის, აქციზური მარკის გარეშე, შენახვა-გადაზიდვის ფაქტზე, დაკავებულ იქნა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, სატვირთო მანქანით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, თამბაქოს ნაწარმი და სხვა საქონელი, რომელიც შემდგომი ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის მიზნით, გადაცლილ იქნა მათ მფლობელობაში არსებულ მანქანაში, რა დროსაც მოხდა მათი მხილება.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებული საქონლის ჯამური ღირებულება აღემატება 230 000 ლარს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 და მე-200 მუხლის მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით.