Exclusive: ირაკლი რუხაძე „რადიო თავისუფლების“ საქართველოს წარმომადგენლობის ოფისის შესყიდვას გეგმავს
1742384635
ყოველწლიური ლგბტ პრაიდი ბუდაპეშტში ამიერიდან ოფიციალურად აკრძალულია - შესაბამისი კანონპროექტი უნგრეთის პარლამენტმა დაამტკიცა. დოკუმენტს 136 მხარდამჭერი ჰყავდა, 27-ის წინააღმდეგ.
კენჭისყრამდე ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა პლენარული დარბაზი ფერადი კვამლით აავსეს, საბჭოთა ჰიმნს უკრავდნენ; ასევე, მიმოფანტეს ფოტოები, რომლებზეც გამოსახული იყო, როგორ კოცნიდნენ ერთმანეთს ვიქტორ ორბანი და ვლადიმირ პუტინი.
მიღებული კანონი გააპროტესტა მოსახლეობის ნაწილმა.
დემონსტრანტები ბუდაპეშტში, კოშუთის მოედანზე შეიკრიბნენ. მათი განმარტებით, ახალი კანონი არღვევს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს.