„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ლიზ ტრასი გადადგა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN ავრცელებს.
ლიზ ტრასი აღნიშნულ თანამდებობას 6 კვირის განმავლობაში იკავებდა.
როგორც „ბიბისი“ წერს, პოლიტიკური კრიზისი ბრიტანეთში უკვე რამდენიმე კვირაა, გრძელდება. ოპონენტები ლიზ ტრასს ეკონომიკური კრიზისის გამწვავებაში ადანაშაულებდნენ. ტრასის მიერ შეთავაზებულმა ცვლილებებმა, გადასახადების შემცირებამ, ბრიტანეთის ეკონომიკურ ბირჟებზე აურზაური გამოიწვია, დაეცა გირვანქა სტერლინგის ღირებულება. შექმნილი პრობლემების გამო, ტრასმა საჯაროდ აღიარა დაშვებული შეცდომები, პრობლემების მოსაგვარებლად, ფინანსთა მინისტრი შეცვალა. დღეს კი თავად მიიღო გადადგომის გადაწყვეტილება.
სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს
1733138019