ატლანტის ოკეანის მთავარი დინება კოლაფსის ზღვარზეა - ახალი კვლევა
1740066146
ბრაზილიის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტის ჟაირ ბოლსონარუს სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე ბრალი წაუყენა. ინფორმაციას DW ავრცელებს.
საქმე ეხება 2022 წლის მოვლენებს, როცა საპრეზიდენტო არჩევნებში ბოლსონარუს კონკურენტმა ლუის ინასიუ ლულა და სილვამ გაიმარჯვა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბოლოსნარუმ და 30-ზე მეტმა ადამიანმა სახელმწიფო გადატრიალება დაგეგმეს, რათა ხელისუფლებაში ლულა და სილვა არ მოსულიყო.
„დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებმა საპრეზიდენტო სასახლეში შეიმუშავეს ინსტიტუტებზე თავდასხმის გეგმა, რომლის მიზანი მმართველი სისტემისა და დემოკრატიული წყობილების ჩამოშლა იყო. გეგმას დაარქვეს „მწვანე და ყვითელი ხმალი“, - ციტირებს გამოცემა ბრაზილიის გენპროკურორს პაული გონეტს.
თავად ბოლსონარუ ბრალდებებს უარყოფს და მის პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს.
ცნობისთვის, ჟაირ ბოლსონარუ ბრაზილიის პრეზიდენტი 2019-2023 წლებში იყო.